
ალტერნატიული კომისიის წევრი, ექიმი ოთარ თოიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან რუსთავის ციხეში გადაყვანა არ შეიძლებოდა. მისი თქმით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საშუალებას არ იძლოდა და სავარაუდოა, რომ გადაწყვეტილების მიღებაში "სხვა ძალებია" ჩარეული.
"რაც შეეხება რატომ გადაიყვანეს, ნუ ეს ალბათ არ არის სამედიცინო გადაწყვეტილება, აქ სხვა ძალებია ჩარეული, შეუძლებელია, რომელიმე ექიმმა, რომელსაც ერთხელ მაინც ჰყავს ნანახი ისე შორიდან პაციენტი, თქვას, რომ ეს კაცი არის ჯანმრთელი, სომატურად ჯანმრთელს ვლაპარაკობ, თორემ რაც შეეხება პოსტტრავმული სტრესის გამოვლინებას, ამისთვის საუბარიც საკმარისია, რომ თქვენ მიხვდებით, რომ ემოციურად მიხეილ სააკაშვილი არ არის სრულ წონასწორობაში", - თქვა ოთარ თოიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი გვიან ღამით გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხეში გადაიყვანეს. ეტაპირებაზე ინფორმაცია არც ამჯერად ჰქონიათ მის უფლებადამცველებს. მათ მიხეილ მონახულების საშუალება გუშინ არ მიეცათ.
უფლებადამცველები რუსთავის ციხეში ცოტა ხნის წინ შევიდნენ. შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი, რა ვითარებაში მოხდა მესამე პრეზიდენტის გორის ჰოსპიტლიდან ციხეში გადაყვანა და ასევე, როგორია ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
ამავე თემაზე: