
თბილისის საქალაქო სასამართლოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გოგი წულაიას სასამართლო პროცესი ჩაინიშნა.
როგორც პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში წერს, პროცესი 14:00 საათზე გაიმართება.
“30 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 14:00 საათზე გაიმართება ჩემი სასამართლო სხდომა. იმედია, ახალ წელს ოჯახთან ერთად შევხვდები”, - წერს გოგი წულაია.
სამართალდამცველებმა გოგი წულაია 17 მარტს დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კაცმა თბილისში, ნაქირავებ ბინაში, ნაცნობ ქალზე – 1979 წელს დაბადებულ ა.დ-ზე ფიზიკურად იძალადა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. 1 ივლისს გოგი წულაია პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.