არაა ბოლომდე კომუნიკაბელური, ძალიან სუსტადაა, გაბრუებულია -  ნიკა გვარამიას პირველი განცხადება მიხეილ სააკაშვილის რუსთავში მონახულების შემდეგ 

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორისა და მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ძალიან სუსტადაა, არაა ბოლომდე კომუნიკაბელური და დღეს მისი განცხადება არ იქნება.

ამ თემაზე მან ცოტა ხნის წინ რუსთავის ციხიდან გამოსვლის შემდეგ ისაუბრა.

"პირველ რიგში, მნიშვნელოვანი განცხადებები ამ წუთში შეუძლებელია, რომ გაკეთდეს იმიტომ, რომ არ არის ბოლომდე კომუნიკაბელური სააკაშვილი, არის ძალიან სუსტად, გაბრუებულია, შესაბამისად ვერ ვისარგებლებთ ამ მდგომარეობით და მის მაგივრად განცხადებებს ვერ გავაკეთებთ. ხვალ იქნება განცხადებები.

არის სუსტად, როგორც იყო, ჩამოჰყავთ, 2 ადამიანს იქიდან აქედან და აჰყავთ, ეს კიდევ ახალი დაბრკოლებაა რომელიც გვაქვს, რომ ახლა უკვე უნდა შევხვდეთ ხოლმე მას და ის ჩამოსაყვანი და ასაყვანი ყოველ ჯერზე, რაც ძალიან მძიმე ამბავია ჩემი აზრით", - თქვა ნიკა გვარამიამ. 

მისივე განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ყალბი დიაგნოზით გაწერეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი