მიხეილ სააკაშვილთან პირისპირ კომუნიკაციის შესაძლებლობას არ გვაძლევენ - ბექა ბასილაია

გამოქვეყნდა:

მესამე პრეზიდენტის ავდოკატი ბექა ბასილაია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილთან პირისპირ კომუნიკაციის საშუალება რუსთავის მე-12 დაწესებულებაში ისევ არ ეძლევათ. მისი თქმით, ბადრაგებმა უთხრეს, "ასეთი დავალება აქვთ მიღებული და ასრულებენ". 

უფლებადამცველი აცხადებს, რომ ამ პირობებში კომუნიკაცია რთულდება, რადგან მიხეილ სააკაშვილს ფიზიკურად არ აქვს საშუალება, მკაფიოდ ისაუბროს შეხვედრის განმავლობაში.

"ხაზი უნდა გაესვას ერთ მნიშვნელოვან გარემოებას, როგორ უღირსად იქცევიან, ამ შემთხვევაში ეს გადაწყვეტილება მიღებულია პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელების მხრიდან ღარიბაშვილის დავალებით და აკეთებინებენ შემდეგ აქ რიგით თანამშრომლებს.

უაღრესად სამარცხვინო რეგულაცია განაახლეს, გახსოვთ ალბათ მე-12 დაწესებულებაში ადვოკატებს და მიხეილ სააკაშვილს პირისპირ შეხვედრის შესაძლებლობა არ გვეძლეოდა და გადაკეტილი კარის მიღმა გვიწევდა მასთან კომუნიკაცია. შემდეგ განმარტეს, რომ თუ PCR ტესტით მოვლენ არ იქნება პრობლემაო, მაშინ, როცა ყველა ჯერზე PCR ტესტით მოვდიოდით და შემდგომ ეს პრაქტიკა თითქოს აღმოიფხვრა.

დღეს, როცა მიხეილ სააკაშვილს შეხვედრაზე ველოდებოდით, შემოვიდა ბადრაგის თანამშრომელი და კარი გადაკეტა, ვსვამთ კითხვას, რატომ არ გვეძლევა პირისპირ კომუნიკაციის საშუალება, მინის მიღმა, მით უმეტეს, ძალიან დასუსტებულია მიხეილ სააკაშვილი და საუბრის თავიც ისე, რომ მკაფიოდ ისაუბროს შეხვედრის მანძილზე, საკმაოდ გართულებულია, ღია კარში უფრო ბუნებრივი და გასაგები იქნებოდა ჩვენი საუბარი, რასთან დაკავშირებითაც მათ განაცხადეს, რომ ესეთი დავალება აქვთ მიღებული და ამ დავალებას ასრულებენ", - თქვა ბექა ბასილაიამ. 

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხეში გუშინ გვიან ღამით მოულოდნელად გადაიყვანეს. ეტაპირებაზე ინფორმაცია მის ადვოკატებს არ ჰქონდათ. ცოტა ხნის წინ მათ მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთეს.

ასევე იხილეთ:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი