მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებით, გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის დროს ფიზიკური ძალადობა არ ყოფილა. მისი თქმით, მესამე პრეზიდენტს ეტაპირებისთვის ბევრმა ადამიანმა მიაკითხა და მას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევის ძალა არ ჰქონდა.
"მიაკითხეს ეტლით და ჩასვეს ეტლში, წინააღმდეგობის გაწევის უნარი არ ჰქონდა. ჯერ ერთი იყო გაბრულებული, როგორც ჩანს საძილე საშუალებები ჰქონდა მიღებული და ჰქონდა მაღალი წნევა, როგორც წინა ჯერზე, მითხრა, რომ მივხვდი, რომ აღელვების მდგომარეობაში შეიძლებოდა უარესი დამმართნოდაო, ამიტომ არ გაუწევია მას წინააღმდეგობა, ზემოქმედება არ ყოფილა", - თქვა ნიკა გვარამიამ.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, ადვოკატებმა აღნიშნეს, რომ დღეს მისი განცხადება არ იქნება.