დისციპლინური სახდელები | პარლამენტმა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები დაამტკიცა

გამოქვეყნდა:

81 მომხრე, 7 წინააღმდეგი - საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და დაამტკიცა. საკითხზე მეორე და მესამე მოსმენით კენჭისყრა დღეს გაიმართება.

საუბარია დისციპლინურ სახდელებზე. ცვლილებების თანახმად, გადაცდომად ჩაითვლება მოსამართლის მიერ "აზრის გამოთქმის პროცესში ზომიერებისა და გაწონასწორებულობის კრიტერიუმის ან პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევა".

პროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამი იყო, რომ მოსამართლის მიერ ასეთი ქმედების ჩადენა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას, მიუკერძოებლობასა და ავტორიტეტს ლახავს და კონსტიტუციასა ეწინააღმდეგება.

ამავე ცვლილებებით, მოსამართლის მიმართ გამოსაყენებელ დისციპლინურ სახდელებს დაემატა ახალი დისციპლინური სახდელები − სხვა სასამართლოში გადაყვანა არაუმეტეს 5 წლის განმავლობაში და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის დაქვეითება რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, არაუმეტეს 5 წლის განმავლობაში.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი