უკრაინის საზღვართან ესკალაციის შემთხვევაში, ბაიდენი პუტინს გადამწყვეტი ნაბიჯებით დაემუქრა

გამოქვეყნდა:

ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინის საზღვრებთან სიტუაციის დეესკალაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმით დაემუქრა. პრეზიდენტებმა ტელეფონით 30 დეკემბერს ისაუბრეს.

"პრეზიდენტმა ბაიდენმა რუსეთს უკრაინასთან დაძაბულობის დეესკალაციისკენ მოუწოდა. მან მკაფიოდ განაცხადა, რომ  თუ რუსეთი უკრაინაში კიდევ შეიჭრება შეერთებული შტატები, მისი მოკავშირეები და პარტნიორები გადამწყვეტ პასუხს გასცემენ.

პრეზიდენტმა ბაიდენმა ასევე მხარი დაუჭირა დიპლომატიურ მოლაპარაკებებს, რომელიც მომავალი წლის დასაწყისში ორმხრივი სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგით დაიწყება, ნატოში, ნატო-რუსეთის საბჭოს მეშვეობით და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში. პრეზიდენტმა ბაიდენმა გაიმეორა, რომ ამ დიალოგებში არსებითი პროგრესი შეიძლება მოხდეს მხოლოდ დეესკალაციის და არა ესკალაციის გარემოში", - წერია თეთრი სახლის განცხადებაში.

თავის მხრივ, რუსეთის საგარეო პოლიტიკის მრჩეველმა იური უშაკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პუტინი "კმაყოფილი" იყო საუბრით. მან დაამატა, რომ ამან შექმნა "კარგი ფონი" მომავალი მოლაპარაკებებისთვის.

აშშ-ის და რუსეთის ოფიციალური პირები მომავალ თვეში ჟენევაში, პირისპირ შეხვედრას აპირებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი