დიაგნოზი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ჰოსპიტლიდან გაწერისას დაუსვეს, დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციაში არ იძებნება - ჯიშკარიანი

გამოქვეყნდა:

ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი ამბობს, რომ დიაგნოზი, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტს გორის ჰოსპიტლიდან გაწერისას დაუსვეს, დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციაში არ იძებნება.

როგორც ჯიშკარიანმა აღნიშნა, დასკვნა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომლის საფუძველზეც ის ციხეში გადაიყვანეს, მიკერძოებულია და ობიექტურ რეალობას არ წარმოადგენს.

ამასთან, "ემპათიას" ხელმძღვანელი არ გამორიცხავს, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ციხეში საფრთხე ემუქრებოდეს.

"ახალი დიაგნოზი, რომელიც ჩვენთის გახდა ცნობილი, საერთოდ დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციაში არ იძებნება. კოდით არ არის დიაგნოზი გამოტანილი, შესაბამისად, ამ დიაგნოზს ვერ დავეთანხმებით და საერთოდ დიაგნოსტიკას, რაც მიმდინარეობდა გორის ჰოსპიტალში. ვთვლით, რომ ეს არის მიკერძოებული და არ წარმოადგენს ობიექტურ რეალობას.

აქ უკვე ბევრ დარღვევასთან გვაქვს საქმე როგორც უფლებრივი მდგომარეობით, ასევე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის თვალსაზრისით საყურადღებოა საკითხი. არ არის გამორიცხული, რომ მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ემუქრება რისკი", - თქვა მარიამ ჯიშკარიანმა.

მიხეილ სააკაშვილის ციხეში გადაყვანის გადაწყვეტილებას უარყოფითად აფასებს ალტერნატიული კონსილიუმის წევრი, ნევროლოგი ოთარ თოიძეც. მისი თქმით, მოსალოდნელია, რომ მესამე პრეზიდენტს ასეთ პირობებში ვერნიკეს ენცეპალოპათიის მეორე სტადია განუვითარდეს.

"მას არ შეუძლია სწორ ხაზზე სიარული, ეს არის სომატურად ჯანმრთელიაო? ადამიანი რომელიც ორი-სამი ნაბიჯის მერე ვარდება, არ სჭირდება ამას დიდი ექსპერტი. ამისთვის საჭიროა, გადაუღოთ ვიდეო და სთხოვოთ, გაიაროს სწორ ხაზზე. მოსალოდნელია, რომ დღევანდელი დღის მერე, ჩვენ მივიღოთ ვერნიკეს ენცეპალოპათიის მეორე სტადია, ანუ კორსაკოვის სინდრომი", - თქვა ოთარ თოიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი 30 დეკემბერს, გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან მოულოდნელად გაიტაცეს და კვლავ რუსთავის ციხეში დააბრუნეს. ეტაპირებაზე ინფორმაცია არც ამჯერად ჰქონიათ მის უფლებადამცველებს. როგორც ადვოკატები, ისე ექიმები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხეში გადაყვანა დაუშვებელი იყო, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ამავე თემაზე:

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი