რა ვითარებაში გადაიყვანეს გორის ჰოსპიტალიდან რუსთავში მიხეილ სააკაშვილი? - მესამე პრეზიდენტს ადვოკატი ხვდება

გამოქვეყნდა:

ამ წუთებში მესამე პრეზიდენტს რუსთავის ციხეში ადვოკატი, შოთა თუთბერიძე ხვდება. მან შესვლამდე ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ საუბარი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხეში გადაყვანის დეტალებს შეეხება.

შოთა თუთბერიძის თქმით, ექიმებისა და კონსილიუმის ვიზიტი მუდმივ მოთხოვნად რჩება, რომელსაც მანამდე დააყენებენ, სანამ არ დაკმაყოფილდება.

"თუკი ჯანმრთელობა მისცემს ამის შესაძლებლობას ჩვენ უნდა აღვწეროთ დეტალურად მათ შორის გუშინდელი გატაცების ფაქტები და მისი ეტაპირების ფაქტი, უფრო დეტალურად გავიგოთ როგორ მოხდა და რა მოხდა, იმიტომ, რომ  მას რეალურად არ ჰქონდა შესაძლებლობა ეს ინფორმაცია მოეწოდებინა. 

ასევე, დასაგეგმი გვაქვს ის ღონისძიებები, რომლებსაც განვახორციელებთ ამ უკვე განხორციელებული უკანონო ქმედებების ძალიან საზიანო შედეგების აღმოსაფხვრელად", - თქვა შოთა თუთბერიძემ.

მისი განცხადებით, ერთადერთი დაინტერესებული მხარე, ვინც ცდილობს მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაციის შეზღუდვას, ხელისუფლებაა, რომელიც ადვოკატებს, კონსილიუმსა და ექიმებს იმის საშუალებასაც არ აძლევს, რომ მიხეილ სააკაშვილთან პირდაპირ კომუნიკაციის საშუალება ჰქონდეთ.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი