
საბერძნეთში, ათენის გარეუბანში, 41 წლის ქართველი მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა 1 იანვარს საღამოს მოხდა - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
შემთხვევა ტაქსიარხონის ქუჩაზე #31 ნომერში მოხდა, როცა უცნობმა პირებმა მას თავში ცეცხლსასროლი იარაღით ესროლეს და 41 წლის ქართველი მამაკაცი სახლის წინ მოკლეს. საქმეში არსებული ჩვენებების მიხედვით, 4-5 გასროლის ხმა გაისმა, ხოლო საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში, სადაც შემთხვევა მოხდა, ტყვიაა აღმოჩენილი.
ბერძნული მედიის ცნობით, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.