ქართველი კაცი ათენში მეუღლისა და არასრულწლოვანი შვილის თვალწინ მოკლეს | ახალი დეტალები

გამოქვეყნდა:

ქართველი კაცის მკვლელობა ათენში - ცნობილი ხდება, რომ 41 წლის კაცს ქალაქის ცენტრში მეუღლისა და არასრულწლოვანი შვილის თვალწინ ესროლეს, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. 

შემთხვევა ტაქსიარხონის ქუჩაზე #31 ნომერში მოხდა, როცა უცნობმა პირებმა მას თავში ცეცხლსასროლი იარაღით ესროლეს და 41 წლის ქართველი მამაკაცი სახლის წინ მოკლეს. საქმეში არსებული ჩვენებების მიხედვით, 4-5 გასროლის ხმა გაისმა, ხოლო საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში, სადაც შემთხვევა მოხდა, ტყვიაა აღმოჩენილი. 

პოლიციის ცნობით, კაცი მანამდე ქურდობაში იყო იდენტიფიცირებული. თავდამსხმელების ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. წინასწარი ინფორმაციით, გამოძიება ანგარიშსწორების მუხლით დაიწყო. 

საბერძნეთში, ათენის გარეუბანში, 41 წლის ქართველი მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა 1 იანვარს საღამოს მოხდა - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. 

ბერძნული მედიის ცნობით, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი