დღეს, 3 იანვარს ორდღიანი პაუზის შემდეგ საქართველოს მესამე პრეზიდენტს მისი ადვოკატები ხვდებიან. ისინი რუსთავის ცხიეში უკვე მივიდნენ. უფლებადამცველები ამბობენ, რომ ყველა ფანჯარა კვლავ ამოქოლილია და მათ წერილობითი კომუნიკაციის საშუალება ისევ არ ეძლევათ.
"ბუნებრივია, წლევანდელი წელი უნდა იყოს მისი პატიმრობის დასრულების წელი, საქართველოს არ ეკადრება მესამე პრეზიდენტი ჰყავდეს პოლიტიკურ მძევლობაში ისეთ საქმეებზე, სადაც არ არის არანაირი მტკიცებულებები და ჩვენ ვხედავთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაერთი ფუნდამენტური უფლება არსებითად დაირღვა და ამ უფლებების აღდგენის თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია, რომ მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდეს", - თქვა ბექა ბასილაიამ.
შოთა თუთბერიძის თქმით, ისინი "ადვოკატთა ასოციაცის" სთხოვენ იმოქმედონ ადვოკტების უფლებების დარღვევაზე.
დღესვე რუსთავის ციხეში ვიზიტს გეგმავს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ხატია დეკანოიძე.