რასმუსენი: ჩვენ დავპირდით საქართველოსა და უკრაინას ადგილებს ნატოს მაგიდასთან 2008 წელს და დროა, ჩამოვაყალიბოთ სამოქმედო გეგმა 

გამოქვეყნდა:

NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანი, ანდრეს ფოგ რასმუსენი აცხადებს, რომ დროა ჩრდილო-ატლანტიკურმა ალიანსმა შეიმუშაოს გეგმა, რომლის მიხედვითაც შესრულდება 2008 წლის დაპირება და საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდებიან. 

ამ თემაზე ის Politico-ში გამოქვეყნებულ წერილში საუბრობს.

"ჩვენ დავპირდით საქართველოსაც და უკრაინასაც ადგილებს ნატოს მაგიდასთან 2008 წელს და დროა ჩამოვაყალიბოთ სამოქმედო გეგმა ჩვენი დაპირების განსახორციელებლად. საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება იმ პირობით, რომ ნატოს მე-5 მუხლი ფარავს მხოლოდ კიევისა და თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს. მაგრამ ნატოს არ შეუძლია ჰქონდეს ღია კარის პოლიტიკა გაფართოებასთან დაკავშირებით, როცა პუტინი იქცევა, როგორც კარისკაცი", - წერს რასმუსენი.

მისივე განცხადებით, მხოლოდ პუტინმა იცის შეიჭრება თუ არა უკრაინაში, თუმცა თუ ეს ასე მოხდება ნატო-მ აუცილებლად უნდა გაგზავნოს სამხედრო დახმარება და დაუწესოს ეკონომიკური სანქციები რუსეთს.

რასმუსენი წერს, რომ ნატო მშვიდობიანი ალიანსია და მას არაფერი სურს გარდა მშვიდობიანი თანამშრომლობისა რუსეთთან და ცდილობდა მოსკოვის ჩართვას ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის შესახებ დისკუსიებში. მისი თქმით, ეს თანამშრომლობა პუტინის ქცევამ გაართულა.

"მაშინაც კი, როდესაც რუსეთმა 2014 წელს დაარღვია წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, ჩვენ მაინც ვცდილობდით დიალოგის დაწყებას. დიალოგი მნიშვნელოვანია, მაგრამ ის უნდა იყოს ჩვენი პირობებით, იმის გაცნობიერებით, რომ ჩვენ არ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს მუქარის და ესკალაციის საფუძველზე", - აღნიშნავს ის

მისი განცხადებით, ნატო-ს არ შეუძლია მოლაპარაკება "იარაღის ლულის ფონზე" და თუ ახლა ისინი უკან დაიხევენ, ეს ნათელი სიგნალი იქნება, როგორც მათზე დაყრდნობილი დემოკრატებისთვის, ისე ავტოკრატებისთვის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი