სახელმწიფო პრემიების საკონკურსო კომისიების გადაწყვეტილებაში პრეზიდენტი არ ერევა - ადმინისტრაციის განმარტება

გამოქვეყნდა:

ეროვნული პრემიით დაჯილდოებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაცია განმარტავს, რომ გამარჯვებულები კომისიებმა გამოავლინეს, რომელთა საქმიანობაშიც სალომე ზურაბიშვილი არ ერევა.

საკითხზე კითხვის ნიშნები მას შემდეგ გაჩნდა, რაც გაირკვა, რომ გამარჯვებულებს შორის ე.წ. კარტოგრაფების საქმესთან დაკავშირებული, თავდაცვის სამინისტრო 2 თანამშრომელი მოხვდა.

"2021 წლის 29 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა დააჯილდოვა ეროვნული პრემიისა და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის კონკურსებში გამარჯვებულები, რომლებიც გამოავლინეს შესაბამისმა საკონკურსო კომისიებმა.

სახელმწიფო პრემიების საკონკურსო კომისიები მუშაობენ სრულიად დამოუკიდებლად და მათ საქმიანობასა და გადაწყვეტილებაში პრეზიდენტი არ ერევა. საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციის შესაბამისად, კანონით დადგენილი წესით ანიჭებს სახელმწიფო პრემიებს. პრეზიდენტი სახელმწიფო პრემიების მოსაპოვებლად აცხადებს კონკურსს და ქმნის საკონკურსო კომისიებს პრემიის ლაურეატთა გამოვლენის მიზნით.

კომისიის თავმჯდომარეები და წევრები სამეცნიერო, სახელოვნებო და სალიტერატურო სფეროების ცნობილი წარმომადგენლები არიან", - აღნიშნულია პრესსამსახურის განცხადებაში. 

ამავე თემაზე: 

"ციტატის გადმოტანის უნარი არ აქვს. რა შუაშია აქ კარტოგრაფების საქმე?" - ჯაბა სამუშია გორგოძე/ხორბალაძის დაჯილდოებაზე

ვითარება თბილისის ქუჩებში | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი