"ციტატის გადმოტანის უნარი არ აქვს. რა შუაშია აქ კარტოგრაფების საქმე?" - ჯაბა სამუშია გორგოძე/ხორბალაძის დაჯილდოებაზე

გამოქვეყნდა:

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული პრემიით ე.წ. კარტოგრაფების საქმის ინიციატორები დააჯილდოვა. ჯილდო წიგნისთვის "ოფიცრის ატლასი" თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს - თედო გორგოძესა და ნოდარ ხორბალაძეს ერგოთ.

ისტორიკოსი ბექა კობახიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ზურაბიშვილმა პრემიით დაჯილდოების პროცესში პარტიული ნიშნით იხელმძღვანელა. გარდა ამისა, კობახიძე აღნიშნავს, რომ კომისიაში მხოლოდ ერთი ისტორიკოსი - ჯაბა სამუშია იყო, რომელიც მმართველი გუნდის მიმართ სიმპათიებით გამოირჩევა.

"მთავარ არხთან" საუბრისას ნოდარ ხორბალაძე ამბობს, რომ საკითხზე განმარტებები პრეზიდენტისა და თავდაცვის სამინისტროს პრესცენტრმა უნდა გააკეთონ.

"თვითონ ნაშრომი ავირჩიეთ, ეს ხორბალაძე, თვითონ ნაშრომს მივეცით ჩვენ ხმა, ყოველ შემთხვევაში ჩემი პოზიცია იყო ესეთი. ხალხი წლებია მუშაობენ და უცებ ამ ადამიანების შრომა უნდა გააბაიუბროს ვიღაცა ერთმა უწიგნურმა, [ ბექა კობახიძემ] აბსოლუტურად უწიგნურმა ადამიანმა, რომელსაც ციტატის გადმოტანის უნარი არ აქვს. რა შუაშია აქ კარტოგრაფების საქმე, იმის საქმე და ამის საქმე, რა შუაშია?!" - ამბობს "მთავართან" ჯაბა სამუშია.

ცნობისთვის, ორივე დაჯილდოვებული ე.წ. კარტოგრაფების საქმის მთავარი ფიგურანტები არიან და ნოდარ ხორბალაძის ჩვენებიდან ირკვევა, რომ მას ივერი მელაშვილისგან განსხვავებული პოზიციები ჰქონდა. პრემიერმა სწორედ ხორბალაძე/გორგოძესთან საუბრის შემდეგ გადაწყვიტა, რომ საქმეზე გამოძიება დაწყებულიყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი