ახლა ხომ იცის და განაცხადოს, ეთანხმება თუ არა ეროვნულ პრემიაზე კომისიის გადაწყვეტილებას - პასუხი ზურაბიშვილს

გამოქვეყნდა:

ისტორიკოსი ბექა კობახიძე ამბობს, რომ თუ საქართველოს პრეზიდენტმა არ იცოდა ვის აჯილდოებდა ეროვნული პრემიით, მაშინ ახლა მაინც ღიად უნდა თქვას, ეთანხმება თუ არა შედეგებს და კომისიის გადაწყვეტილებას. 

მისი თქმით, ეროვნული პრემია, რომელიც წესით ყველას უნდა აერთიანებდეს, თედო გორგოძესა და ნოდარ ხორბალაძეს არ უნდა აეღოთ, რადგან მათი ინიციატივით 2020 წელს საზოგადოების ყველაზე დიდი დაყოფა მოხდა.

"საქართველოს პრეზიდენტს ასე ცალი მხარისთვის ნამდვილად არ უნდა მიენიჭებინა პრემია, თუ ის ეროვნულ შერიგებაზე და ეროვნულ თანხმობაზე საუბრობს. 

ეს კომისია დაკომპლექტებული იყო არა პროფესიული ნიშნით, არამედ ძირითადად პარტიული და კლანური ნიშნით, ჩვენ ვხედავთ იქ განათლების მინისტრის მოადგილე არის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე, ივანიშვილის უნივერსიტეტის რექტორი, თავად ბატონი სამუშია და სხვა ლოილური მეცნიერები, შესაბამისად, ისე ხდება, რომ ეროვნული, რაც უნდა იყოს ის რაც გვაერთიანებს, გადაკეთდა პარტიულ ნიშნად და ეს გამოცხადდა ფაქტიურად პარტიულ ჯილდოდ. 

საქართველოს პრეზიდენტმა თუ არ იცოდა რას აკეთებდა, ეს ძალიან მძიმე პრობლემაა. ახლა ხომ ყველა ვარიანტში იცის და მან უნდა განაცხადოს ეთანხმება თუ არა ამ კომისიის გადაწყვეტილებას და შედეგებს", - თქვა კობახიძემ. 

საკითხზე კითხვის ნიშნების გაჩენის შემდეგ პრეზიდენტის პრესსამსახურმა განმარტება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ეროვნული პრემიის გამარჯვებულები კომისიებმა გამოავლინეს, რომელთა საქმიანობაშიც სალომე ზურაბიშვილი არ ერევა.

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი