რუსეთმა სირიის ქალაქ იდლიბის მიმდებარე ტერიტორია დაბომბა - reuters

გამოქვეყნდა:

"როიტერის" ინფორმაციით, რუსულმა ბომბდამშენებმა სირიის ჩრდილოეთით, ამბოხებულთა მიერ კონტროლირებად ქალაქ იდლიბთან მდებარე რამდენიმე დასახლებული პუნქტი და წყლის სატუმბი სადგური დაბომბეს. შედეგად ქალაქს წყალი არ აქვს

გაერო-ს ოფიციალურმა პირმა ფაქტი დაადასტურა.

მედიის ინფორმაციით, ადგილობრივი სამოქალაქო თავდაცვის სამსახურში ამბობენ, რომ დაბომბვების შედეგად დასახლება ჯისრ ალ შუქურში 2 ბავშვი და 1 ქალი დაიღუპა, 10-ზე მეტი პირი კი დაიჭრა. განადგურებულია მეცხოველეობისა და მეფრინველეობის ფერმები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი