ბრაზილიის პრეზიდენტი ნაწლავის ობსტრუქციის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს

გამოქვეყნდა:

ბრაზილიის პრეზიდენტი, ჟაირ ბოლსონარო ორშაბათს დილით საავადმყოფოში გადაიყვანეს. იგი სან-პაულოს საავადმყოფოში მუცლის ტკივილის გამო მოხვდა, როგორ ექიმები ამბობენ, პრობლემა ნაწლავის ბლოკირებამ გამოწვია და პრეზიდენტს შესაძლოა ოპერაცია დასჭირდეს.

მოგვიანებით პრეზიდენტმა საკუთარ ტვიტერზე საავადმყოფოში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა:

ბოლსონაროს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა მას შემდეგ, რაც 2018 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს მუცელში დანით დაჭრეს. ამ პერიოდის შემდეგ მას მინიმუმ 4 ოპერაცია დასჭირდა.

ცნობისთვის, მოქმედი პრეზიდენტი ოქტომებრში არჩევნებში მონაწილეობას ხელახლა გეგმავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი