საფრანგეთში COVID-19-ის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც დროებით B.1.640.2. უწოდეს. მედიის ცნობით, ის პირველად დეკემბრის დასაწყისში მარსელში კამერუნიდან ჩასულ პირს დაუდასტურდა.
მარსელის მახლობლად ახალი ვარიანტის სულ მცირე 12 შემთხვევა დასტურდება, თუმცა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას ეს შტამი ჯერ "გამოძიების ქვეშ მყოფ ვარიანტად" არ დაუსახელებია.
ვარიანტი IHU, B.1.640.2 IHU Mediterranee Infection-ის მეცნიერებმა აღმოაჩინეს. მკვლევარები ამბობენ, რომ ის შეიცავს 46 მუტაციას - კიდევ უფრო მეტს, ვიდრე Omicron - რაც მას უფრო მდგრადს ხდის ვაქცინების მიმართ.
მიუხედავად ამისა, ომიკრონის ვარიტანი მსოფლიოს უმეტეს ნაწილში, მათ შორის საფრანგეთშიც კვლავ დომინანტად რჩება.