კორონავირუსის ახალი გლობალური რეკორდი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბოლო 24 საათში ვირუსით 1 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა - ამის შესახებ ინფორმაციას theguardian ავრცელებს.
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით ირკვევა, რომ 3 იანვარს აშშ-ში კორონავირუსი 1,06 მილიონ ადამიანს დაუდასტურდა. აშშ-ის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია, რაც დღემდე რომელიმე ქვეყანას დაუფიქსირებია და ძირითადად "ომიკრონის" ვარიანტით არის გამოწვეული.
გამოცემის ცნობით, "ომიკრონის ცუნამის" გამო, ახალი რეკორდი თითქმის ორჯერ აღემატება წინა რეკორდს, რომელიც 4 დღის წინ დაფიქსირდა და 590,000-ს შეადგენს. ეს სტატისტიკა ნიშნავს, რომ კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა წინა კვირასთან შედარებით გაორმაგებულია.
აღსანიშნავია, რომ ბევრი ამერიკელი ეყრდნობა ტესტების შედეგებს, რომლებსაც ისინი ატარებენ სახლში. ეს შედეგები, როგორც წესი, ოფიციალურ სამთავრობო ორგანოებს არ ეცნობება, ამიტომ, ვარაუდობენ, რომ ახალი სტატისტიკა შესაძლოა, უფრო მაღალი იყოს.