აზერბაიჯანში მესაზღვრემ სამი სამხედრო მოკლა

გამოქვეყნდა:

აზერბაიჯანში, უმცროსმა სერჟანტმა გუბადლის სასაზღვრო სამმართველოში სამსახურებრივი იარაღიდან კოლეგებს ცეცხლი გაუხსნა. სროლის შედეგად 3 სამხედრო დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას "ეხო კავკაზა" აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. 

შემთხვევა 2 იანვარს მოხდა, სერჟანტმა იარაღი ადგილზე დატოვა და მიიმალა.

გამოცემის ცნობით, მოკლეს უფროსი ლეიტენანტი იუსიფ ისმაილოვი, უმცროსი სერჟანტი ამილ ჯალილზადე და უმცროსი სერჟანტი რაფაილ იბრაგიმოვი.

გენერალური პროკურატურის ცნობით, უმცროსი სერჟანტი ელჰან ​ავაზლი, რომელმაც კოლეგებს ესროლა, 3 იანვრის ღამეს ლაჩინის რაიონის სოფელ მალხალაფში დააკავეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი