"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის აზრით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურზე აშშ-ს საელჩოს მკაცრი და კრიტიკული განცხადება არასამართლიანია და მასში ბევრი ფაქტობრივი უზუსტობა თუ ტექნიკური შეცდომაა.
მისი თქმით, პარტნიორებისგან რჩევებს ხშირად იღებენ და ითვალისიწნებენ, თუმცა "ასეთი სამწუხარო გამონაკლისებიც" ხდება.
"არის ხოლმე სამწუხაროდ, ასეთი გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც ჩვენ ვისმენთ არასამართლიან და არასწორ შეფასებებს მათი მხრიდან, ეს არის ამის მორიგი მაგალითი. სამწუხაროდ, ასეთი განცხადებები არყევს ქართული საზოგადოების ნდობას დასავლელი პარტნიორების მიმართ, რაც არ არის კარგი და ეს ჩვენ არ უნდა დავუშვათ.
რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, რომ არის ხოლმე ადამიანური შეცდომები, არასწორი ინფორმაცია და ა.შ. თუმცა, რა თქმა უნდა, საზოგადოებისთვის, სამწუხაროდ, ეს არ არის არც ახსნა და მით უმეტეს გამართლება, შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბუნებრივია, რომ საზოგადოების სათანადო ინფორმირება მოვახდინოთ", - თქვა ირაკლი კობახიძემ.
მისივე აზრით, განცხადებაში არაერთი უზუსტობაა და ის მთლიანობაში არასამართლიანია - "არის უზუსტობები, მათ შორის ფაქტობრივი უზუსტობები, ტექნიკური შეცდომები ამ განცხადებაში"
ამავე თემაზე: