სად მოხდება გიგი კალანდაძის ექსტრადირება ჯერ უცნობია - რას ამბობენ უკრაინაში მყოფი ქართველი სამხედროები

გამოქვეყნდა:

სად მოხდება გენშტაბის ყოფილი ხელმძღვანელის, გიგი კალანდაძის ექსტრადირება ჯერ ისევ უცნობია. ქართული მხარე გერმანიაში დაკავებულის სამშობლოში დაბრუნებას ითხოვს, თუმცა ქართველი სამხედროები, რომლებიც უკრაინაში მსხაურობენ, ვარაუდობენ, რომ მას უკრაინაში დააბრუნებენ. 

კალანდაძე უკრაინის მოქალაქეა, ამიტომ საქმეში უკრაინის საკონსულო, საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროები, უკვე ჩაერთო. რაც შეეხება ბრალს, სამხედროები ამბობენ, რომ ის აბსურდულია.

"საქართველომ სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდო თავი, ჯერ იმით, რომ დააკავებინეს გენერალი გიგი კალანდაძე, ამან ერთგვარი დაბნეულობა გამოიწვია გერმანელებისათვის, რომ შეიტყვეს, რომ კალანდაძე იყო უკრაინის მოქალაქე. 

ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ექსტრადირების მოთხოვნით მიმართვა გერმანიის მხარეზე საქართველოს მხრიდან იქნება სრული აბსურდი, იმიტომ, რომ გენერალი კალანდაძე არის უკრაინის მოქალაქე, და არც უკრაინა არ დათმობს თავის მოქალაქეს, არც გერმანია არ გადასცემს, არ მგონია, ეყოფათ მათ ის გონიერება, რომ სხვისი ქვეყნის მოქალაქე არ გადასცეს პრორურსულ ხელისუფლებას, რომელიც დღეს მართავს საქართველოს", - თქვა თადარგისი სამხედრომ დავით მაყიშვილმა. 

საქართველოს პროკურატურა გენერლა გიგი კალანდაძეს 2015 წელს ელბერტ კობერიძის წამებას ედავება. ის წლებაი საქართველოში არ ყოფილა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი