აშშ-ში ერთ დღეში COVID19-ის რეკორდული - 1 მილიონზე მეტი შემთხვევა აღირიცხა

გამოქვეყნდა:

ორშაბათს 3 იანვარს, შეერთებულ შტატებში კორონავირუსის 1,080,211 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ქვეყანაში ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელია. ქვეყნის სპეციალისტები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ ომიკრონით გამოწვეულ ტალღას ჯერ პიკისთვის არ მიუღწევია. 

აშშ-ის პირველი ინფექციონისტის, ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის თქმით, შემთხვევების პიკი შესაძლოა რამდენიმე კვირაში დადგეს. 

ინფიცირებულთა უმეტესობას კორონავირუსის ახალი შტამი - ომიკრონი დაუდასტურდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი