დახურული საქმე და უპასუხო კითხვები - პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე დახურა

გამოქვეყნდა:

პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა და საქმე დახურა. დღეს გამართულ ბრიფინგზე მთავარმა საგამოძიებო უწყებამ 19 წლის ახალგაზრდა კიდევ ერთხელ გამოაცხადა ტერორისტად და თქვა, რომ მოზარდის მიმართულებით სპეც-რაზმელის გასროლა აუცილებელი მოგერიება იყო. 

პროკურატურაში სისხლიან საქმეზე საუბრისას თქვეს ისიც, რომ ახალგაზრდა მამაკაცი კავშირში იყო ტერორისტულ დაჯგუფებასთან და მის სახლში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ამოღებული ხელყუმბარა დაილუქა მისი მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის თანდასწრებით. უწყება ამტკიცებს, რომ სისხლიანი სპეცოპერაციის დროს არცერთ სამართალდამცველს და არც სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსან სოსო გოგაშვილს კანონი არ დაურღვევიათ . 

პროკურატურის გადაწყვეტილება შოკისმომგვრელი აღმოჩნდა მოკლულის დედისთვის. მედიკო მარგოშვილს დღეს "მთავართან" კომენტარის გაკეთების დროს გული წაუვიდა და პანკისში სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. 

მალხაზ მაჩალიკაშვილი კი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ  ჩხრეკის ოქმზე მან ხელი მოაწერა, არ ადასტურებს და ამბობს, რომ ბრძოლას გააგრძელებს. პროკურატურის მიერ მტკიცებულებების გაყალბებაზე საუბრობენ მაჩალიკაშვილების ოჯახის უფლებადამცველებიც. 

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე შვილმოკლულმა მამამ სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსანს, სოსო გოგაშვილს მიმართა. თავად გოგაშვილი კი პროკურატურის გადაწყვეტილებით კმაყოფილია და ამბობს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილს კავშირი ჰქონდა ტერორიზმთან და აჰმედ ჩატაევთან.

გამოძიების შეწყვეტასთან დღეს პანკისშიც გამოეხმაურნენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ საქმე აბსურდულია და ძალოვანი უწყების დანაშაულის დაფარვას ემსახურება.

პროკურატურის გადაწყვეტილებაზე კითხვის ნიშნები აქვთ სამოქალაქო სექტორშიც. 

"მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი