"ნამდვილად მინდა ანტივაქსერების შეწუხება" - მაკრონი აპირებს არავაქცინირებულებს "ცხოვრება გაურთულოს"

გამოქვეყნდა:

”მე ნამდვილად მინდა მათ შეწუხება და ჩვენ გავაგრძელებთ ამის გაკეთებას ბოლომდე,”- ეს განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა Le Parisien-თან გააკეთა და ანტივაქსერები მკაცრად გააფრთხილა, რომ მათთვის ცხოვრების გართულებას აპირებს. 

მაკრონის მკაცრმა განცხადებებმა აიძულა დეპუტატები შეეჩერებინათ დებატები კანონის შესახებ, რომლის მიხედვითაც არავაქცინირებულებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვა სხვადსხვა ფორმით შეეზღუდებათ. 

საპასუხოდ პოლიტიკურმა ოპონენტებმა მაკრონის ლექსიკა და მიდგომები გააკრიტიკეს და თქვეს, რომ ასე საუბარი პრეზიდენტს არ შეეფერება. ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა კანონპროექტი შეაფასა, როგორც "არაღირებული, უპასუხისმგებლო და მიზანმიმართული". 

კანონპროექტი, სავარაუდოდ, ამ კვირაში კენჭისყრით უნდა დამტკიცებულიყო, მაგრამ გაბრაზებულმა ოპონენტებმა განხილვა გადადეს. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი