ნიუ-იორკის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელი 17 წლის სტუდენტისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების გამო დააკავეს. ქალს ოფიციალური სამედიცინო კვალიფიკაცია არ ჰქონდა.
პოლიცია ამბობს, რომ ლაურა რუსომ ვაქცინის დოზა მოსწავლეს საკუთარ სახლში გაუკეთა, მიუხედავად იმისა, რომ არ ჰქონდა არც უფლებამოსილება, არც ბიჭის მშობლების თანხმობა.
გავრცელდა ფაქტის ამსახველი ვიდეო, სადაც ქალი ამბობს - "კარგად იქნები, იმედი მაქვს".
54 წლის ქალი, რომელიც ბიოლოგიას ასწავლის, საახალწლოდ დააკავეს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში შეიძლება ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა დაემუქროს.