ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ინფორმაციით, საფრანგეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი ვარიანტი დიდ საფრთხეს არ წარმოადგენს და შეშფოთების საფუძველი არ არსებობს.
ორგანიზაციის ცნობით, B.1.640.2 ვარიანტით ინფიცირების პირველი შემთხვევა ოქტომბერში გამოვლინდა და მას შემდეგ დაკვირვების ქვეშაა.
COVID 19-ის ახალი ვარიანტი საფრანგეთში 3 იანვარს აღმოაჩინეს. ვარიანტი IHU, B.1.640.2 IHU Mediterranee Infection-ის მეცნიერებმა აღმოაჩინეს. მკვლევარები ამბობენ, რომ ის შეიცავს 46 მუტაციას - კიდევ უფრო მეტს, ვიდრე Omicron - რაც მას უფრო მდგრადს ხდის ვაქცინების მიმართ.