
შვიდი საათი გაგრძელდა საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაცვლილი სესილი ბუბუტეიშვილის ოჯახის წევრების გამოკითხვა ქუთაისის პოლიციაში. როგორც მათ საგამოძიებო ორგანოდან გამოსვლის შემდეგ განაცხადეს, გამოძიებას სრული ინფორმაცია მიაწოდეს და ყველა კითხვას გასცეს პასუხი.
"გავიარეთ აბსოლიტურად ყველა დეტალი, არ იყო ნამდვილად მარტივი პროცესი. ჩვენი მოთხოვნა და რა თქმა უნდა, ყველას მოთხოვნა და მიზანი არის ის, რომ დანაშაულის დატკიცების შემთხვევაში დაისაჯონ დამნაშავე ექიმები. სხვა დეტალებზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ჯერ-ჯერობით ვერ ვისაუბრებ", - თქვა გარდაცვლილის ოჯახის წევრმა.
დაღუპული ქალის ახლობლების თქმით, გამოძიებას სრულ ნდობას უცხადებენ და შედეგს ელოდებიან.
19 წლის სესილი ბუბუტეიშვილის მდგომარეობა საკეისრო კვეთისას დამძიმდა და მას გული გაუჩერდა, ექიმებმა მისი მდგომარეობიდან გამოყვანა და გადარჩენა ვერ შეძლეს.
ოჯახი ითხოვს, ანესთეზიოლოგს შეუჩერდეს უფლებამოსილება იქამდე, ვიდრე საბოლოო დასკვნა გახდება ცნობილი. რეგულირების სააგენტოში აცხადებენ, რომ დაწყებულია მოკვლევა და დასკვნა 2 თვეში გახდება ცნობილი.
ამავე თემაზე: