პარტია "საქართველოსთვის" მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით არც იმ საგამოძიებო კომისიის შექმნას დაუჭერს მხარს, რომელიც ელექტროენერგიის გაძვირების საკითხზე და კორუფციაზე იმუშავებს.
ყოფილმა ბიზნეს ომბუდსმენმა, მიხეილ დაუშვილმა თქვა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ნაბიჯები არათანამიმდევრულია.
"გაუგებარია საერთოდ საპარლამენტო კომისიამ როგორ შეიძლება ჩაანაცვლოს რომლიმე ორგანო, პარლამენტის ფუნქცია არის საზედამხედველო ფუნქცია და არა კონკრეტული აღმასრულებელი, ან საგამოძიებო ფუნქციის განხორციელება.
მათი ამოცანა არის სწორედ ერთ ადამიანზე, ვიწრო პარტიულ ინტერესებზე ორიენტირება, ეს არის ჩვენთვის მიუღებელი, თორემ კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ კორუფცია და ნეპოტიზმი დიახ, დიდი პრობლემა, გამოწვევა და რისკია ჩვენ ქვეყანაში, რომელსაც, რა თქმა უნდა, რეაგირება სჭირდება. [...] მათი მოქმედებები ორიენტირებული არის არა მოქალაქეების და სახელმწიფოს პრობლემეზე და ინტერესებზე, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ვიწრო პარტიულ ინტერესებზე, ეს არ რის ჩვენთვის მიუღებელი", - თქვა დაუშვილმა.
ინიციატივას მხარს უჭერს "სტრატეგია აღმაშენებელი", თუმცა პარტიაში ამბობენ, რომ საჭიროა პარტიებს შორის კონსულტაციები, რადგან მსგავსი ინიციატივები პარლამენტში უკვე დარეგისტრირებულია. ამავე თემაზე: