"საქართველოსთვის" მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს

გამოქვეყნდა:

პარტია "საქართველოსთვის" პარლამენტში მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერენ. 

ანა ბუჩუკური ამბობს, რომ მაშინ, როდესაც ინსპექტორის სამსახური ჯერ კიდევ ფუნქციონირებს, საგამოძიებო კომისიის შექმნა პარლამენტში ხელს შეუწყობს ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტის გაუქმებას. 

"საგამოძიებო კომისიის შექმნა ამ პირობებში არ არის სწორი, შესაბამისად, ჩვენი გუნდი ამ კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს. მაშინ, როდესაც ინსპექტორის სამსახური ჯერ კიდევ ფუნქციონირებს, ხაზს ვუსვამ, ეს ის ინსპექტორის სამსახურია, რომლის გაუქმებასთან დაკავშირებით როდესაც იღებდა "ქართული ოცნება" გადაწყვეტილებას, "ნაციონალური მოძრაობა" სხდომათა დარბაზში არც კი შემოსულა. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და წარმოუდგენელი, როდესაც ფაქტობრივად ხელის შეწყობა ხდება ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტის გაუქმების გადაწყვეტილების მიღებისას",- ამბობს ანა ბუჩუკური. 

შეგახსენებთ, რომ სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატებს მიმართა. მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ მის მიმართ არაადამიანური მოპყრობის საქმეზე, პარლამენტში საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას - ადვოკატი

ამავე თემაზე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი