
რუსეთი შეიჭრა მეზობელ ქვეყნებში, ჩაერია მათს არჩევნებსა და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა - ეს განცხადება, ამერიკის შეერთებული შტატების სახელწიფო მდივანმა გააკეთა.
ენტონი ბლინკენმა განცხადება გერმანელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა და კრემლი მეზობელი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაში დაადანაშაულა.
„ჩვენ ვგმობთ რუსეთის სამხედრო ფორმირებას უკრაინის საზღვრებზე, ისევე, როგორც მოსკოვის მზარდ მკაცრ რიტორიკას, მაშინ, როდესაც განაგრძობენ ცრუ ინფორმაციის გავრცელებას, თითქოს უკრაინა რუსეთთან კონფლიქტის პროვოცირებას ცდილობს." - ამბობს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი.
მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე ამერიკის პირველმა დიპლომატმა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა და რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში მკაცრი სანქციებით და საპასუხო ზომებით დაემუქრა.