იტალიაში 50 წელს ზემოთ მოქალაქეების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა სავალდებულო გახდა. ქვეყნის პრემიერმა თქვა, რომ ეს საჭიროა საავადმყოფოებისთვის დატვირთვისა და ინფექციის გავრცელების შესამცირებლად.
ახალი წესების მიხედვით, 50 წელს გადაცილებული პირი ან უნდა აიცრას, ან დაჯარიმდეს.
15 თებერვლიდან 50 წელზე უფროსმა მოქალაქეებმა სამსახურებში უნდა წარადგინონ ცნობა, რომ ვაქცინირებულები არიან, ან ცოტა ხნის წინ გადატანილი აქვთ ვირუსი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ გაათავისუფლებენ.
ოთხშაბათს, იტალიაში კორონავირუსის 190 000-მდე ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.