
მთავარი საფრთხე რუსეთისთვის - ის, რაც ყაზახეთში ხდება ყველაზე მეტად ახლა სწორედ კრემლში აღელვებთ. გავლენის დაკარგვა უზარმაზარ ქვეყანასა და მთელ რეგიონზე და რევოლუციური სცენარის გადატანა მოსკოვში, არის ეგზისტენციალური პრობლემა, რომლის წინაშეც კრემლის ლიდერი ფაქტობრივად პირისპირ დგას.
სწორედ ამ მიზეზით ვლადიმერ პუტინი ალმატიში ჯარს აგზავნის. ყველა საფრთხის ასაცილებლად მოსკოვი მზად არის ჩაახშოს სოციალური მოთხოვნებით დაწყებული და პოლიტიკურ რევოლუციაში გადაზრდილი სახალხო გამოსვლები. ამისთვის მას ქვეყნის ფორმალური მმართველის ნაზარბაევის რეჟიმის შენარჩუნება სჭირდება.
ავტორი: ზურა პეტროსიანი