3000 რუსი სამხედრო ამ წუთებში ალმატის ცენტრს აკონტროლებს. შეიარაღებული დაპირისპირება და სროლა ყაზახეთის ყოფილ დედაქალაქში განუწყვეტლივ გრძელდება. მსხვერპლის რაოდენობა 100-ს გასცდა. კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის წევრებმა ქვეყანაში სულ 3770 სამხედრო მოსამსახურე გააგზავნეს - ამ მოთხოვნით თავად ყაზახეთის პრეზიდენტი გამოვიდა, რომელმაც სოციალურ ნიადაგზე დაწყებულ და შემდეგ პოლიტიკური მოთხოვნებით გაგრძელებულ სახალხო პროტესტს უცხოელების ორგანიზებული "ტერორისტული აქტი" უწოდა.
ხელისუფლების გადაწყვეტილებამ, შემოიყვანოს ქვეყანაში უცხო ჯარები მოსახლეობის უკმაყოფილება კიდევ უფრო გაზარდა. ოპოზიცია და სამოქალაქო პროტესტის მონაწილეები, რომლებიც ახლა უკვე ფაქტობრივად კრემლის არმიას უპირისპირდებიან, დანებებას არ აპირებენ. ყაზახური პოლიცია და არმია ან სრულად დემორალიზებულია, ან ოპოზიციის მხარეს არის გადასული. ქვეყნის რამდენიმე ქალაქში ხელისუფლება საკუთარ ხელში ოპოზიციის ლიდერებმა აიღეს.
ავტორი: რამაზ ხატიაშვილი