ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) წარმომადგენელთა განცხადებით, კორონავირუსის ახალი შტამი, ომიკრონი შესაძლოა, ახალგაზრდებსა და მოხუცებში ნაკლებად მძიმეა, თუმცა ის მსუბუქი ნამდვილად არ არის.
ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ტედროს ადანომ გაბრეიესუს თქმით, წინასწარი კვლევებით, ომიკრონი, კორონავირუსის წინა ვარიანტთან, დელტასთან შედარებით, ნაკლებად მძიმედ ჩანს.
"დელტა ვარიანტთან შედარებით, ომიკრონი ნამდვილად ნაკლებად მძიმედ ჩანს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ის უნდა დავახასიათოდ, როგორც მსუბუქი",-თქვა ჯანმოს დირექტორმა.