რუსეთის აგრესიული ქმედებები სერიოზულად ძირს უთხრის უსაფრთხოების წესრიგს ევროპაში - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა  ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ მიუხედავად საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებისა, მრავალი კვირის განმავლობაში, რუსეთს არ გადაუდგამს ნაბიჯები დეესკალაციისთვის.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ერთგული რჩება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების და მხარს უჭერს უკრაინასა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

"ჩვენ ერთგული ვრჩებით ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების. როცა ვსაუბრობთ უკრაინასა და საქართველოზე, ჩვენ ამ ქვეყნებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მხარს ვუჭერთ და ვეხმარებით რეფორმების განხორციელების კუთხით, პრაქტიკული და პოლიტიკური მხარდაჭერით და მე მჯერა, რომ ნაწილობრივ მნიშვნელოვანია ამ გზავნილის გაშვება, რომ რეფორმები არის მნიშვნელოვანი ნაწილი, რათა შეესაბამებოდნენ ნატოს სტანდარტებს. მაგრამ ასევე ეს საქართველოსა და უკრაინის საზოგადოებებს აძლიერებს. მტკიცე და კარგად ფუნქციური საზოგადოება ნაკლებად მოწყვლადია რუსეთის ჩარევისგან. ასე რომ, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობასა და  მხარდაჭერას და საქართველოსთან და უკრაინასთან “, – თქვა იენს სტოლტენბერგმა.

შეგახსენებთ, რომ NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს, 7 იანვარს შეხვედრა გამართეს. შეხვედრა ვირტუალურ ფორმატში ჩატარდა. 

ამავე თემაზე:

NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის საკითხზე შეხვედრას დღეს გამართავენ

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი