რუსეთის აგრესიული პოლიტიკა შიდა ერთიანობის ტესტია, სააკაშვილის დევნა კონსოლიდაციას ვერ გააუმჯობესებს - ლინკევიჩუსი

გამოქვეყნდა:

ლიეტუვას საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი წერს, რომ რუსეთის აგრესიული ქმედებები მხოლოდ გარე საფრთხე არაა, არამედ ეს არის შიდა ერთიანობის ტესტი უკრაინაშიც და საქართველოშიც. 

მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტების დევნა კონსოლიდაციას ვერ გააუმჯობესებს.

"რუსეთის აგრესიული პოლიტიკა და ქმედებები - არაა მხოლოდ გარე საფრთხე. ეს არის ტესტი შიდა ერთიანობის, ერთიანობისა და გამძლეობის უკრაინაში და საქართველოში. ყოფილი პრეზიდენტების პოროშენკოსა და სააკაშვილის დევნა ძველმოდურ დროს გვაგონებს და ვერ გააუმჯობესებს კონსოლიდაციას", - წერს ლინკევიჩუსი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი