
ადგილობრივების ცნობით, სულ მცირე 200 ადამიანი დაიღუპა ნიგერიაში, ზამფარას შტატში შეიარაღებული მებრძოლების თავდასხმის დროს.
ვარაუდობენ, რომ შემთხვევა საჰარეო თავდასხმებზე პასუხი იყო, რომელიც ორშაბათს მოხდა და 100-ზე მეტი მებრძოლი იმსხვერპლა.
შეიარაღებულმა პირებმა თავდასხმის დროს დაწვეს სახლები და დაასახიჩრეს მსხვერპლების ცხედრები. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ მოიპარეს "დაახლოებით 2 000 პირუტყვიც". ადგილობრივი მედია ამბობს, რომ შეირაღებული ჯგუფები მთავრობის თავდასხმების საპასუხოდ ტყიან რეგიონებში მათ სამალავებს ტოვებენ.
ჩრდილო-დასავლეთ ნიგერიაში ხელისუფლება დიდი ხანია ებრძვის ადგილობრივ კრიმინალურ ჯგუფს, რომელსაც ბანდიტებად მოიხსენიებს.