
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა CNN -თან ისაუბრა, რომ მიმდინარე კვირაში რუსეთთან მოლაპარაკებების საკითხებში გარღვევას არ ელოდება.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ მზადაა, მოსკოვს მოუსმინოს, ძნელი იქნება რაიმე პროგრესის მიღწევა სანამ რუსეთის არ განახორციელებს დეესკალაციას უკრაინის საზღვარზე.
"აშშ და ევროპა იღებენ ზომებს რუსეთის შეშფოთებებთან მიმართებაში და რუსეთმაც იგივე უნდა გააკეთოს. მეორე, ევროპის გარეშე არაფერი ხდება და მესამე, რთულია, დაინახო რეალური პროგრესი და არა საუბრები ესკალაციის პირობებში, როდესაც უკრაინას თავზე იარაღი აქვს მიშვერილი. ამიტომ, თუ ჩვენ რეალური პროგრესის მიღწევა გვსურს, უნდა დავინახოთ ნაბიჯები დეესკალაციისკენ, რუსეთმა უკან უნდა დაიხიოს",- აღნიშნა ბლინკენმა.
სახელმწიფო მდივანი ამბობს, რომ აშშ-ს უერთდებიან საერთაშორისო პარტნიორები იმისთვის, რომ რუსეთს ნათლად აჩვენონ, რომ ეს აგრესია არ იქნება მიღებული და შეწყნარებელი.