საეჭვო ტენდერები წულუკიანის უწყებაში - მილიონები "ოცნების" შემომწირველებს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" შემომწირველისგან საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 181 ათას ლარზე მეტი  ღირებულების სარეკლამო და მარკეტინგული მომსახურება იყიდა. ეს მაშინ, როდესაც წულუკიანის
უწყებას ისედაც ჰყავს პიარის განყოფილება. იუსტიციის სამინიტრომ თავისი საქვეუწყებო დაწესებულებების რეკლამა შპს "დი დი ბი ჯორჯიას" დაუკვეთა, მისმა დირექტორმა მმართველ პარტიას 2016 წელს 60 ათასი ლარი შესწირა. "დი დი ბი ჯორიჯიაში" მისულ "მთავარ არხს" ხელმძღვანელი ადგილზე არ დახვდა, მაგრამ ხელშეკრულების არსებობას კომპანიაში ადასტურებენ. 

"ქართული ოცნების" შემომწირველები რომ სახელმწიფო ტენდერებში თითქმის ყოველთვის გამარჯვებულებად გვევლინებიან, საზოგადოებისთვის უცხო არ არის, მაგრამ განსაკუთრებით თვალშისაცემია ის ტენდენცია, რომელიც პანდემიის დროს, საგანგებო მდგომარეობისას გამოვლინდა. კომოპანია "ჯი თი გრუპთან" პირდაპირი შესყიდვის წესით 13 კონტრაქტი გაფორმდა, რომელთა ჯამური ღირებულება 10 მილიონ ლარზე მეტია, აქედან სამი მილიონი ევრო ავტობუსებისა და ტექნიკური მომსახურეობისთვის ხუთი წლის განმავლობაში დაიხარჯება. კომპანიის მფლობელი გიორგი გველესიანი 120 ათასი ლარით "ქართული ოცნების" შემომწირველია, ხოლო მისმა დირექტორმა ლევან გოგსაძემ "ქართულ ოცნებას" 38 ათასი ლარი შესწირა და როგორც თავად ამბობს, ახლაც მმართველი გუნდის მხარდამჭერია. 

კიდევ ერთი კომპანია, რომელის მეწილე "ქართული ოცნების" შემწირველია, საგანგებო მდგომარეობის დროს 110 ათასლარიანი კონტრაქტი მიიღო. შპს "ჯეოსტარის" მომსახურება თავდაცვის სამინსიტრომ პირდაპირ
იყიდა. ადგილზე მისულ "მთავარ არხს" უდასტურებენ, რომ "ქართული ოცნების" შემომწირველი, არჩილ მაზიაშვილი "ჯეოსტარში" მუშაობს, მან პარტიას 55 ათასი ლარი შეწირა. 

"ჯეოსტარის" გვერდით, კიდევ ერთი კომპანიაა "ატუ", რომლსაც "ქართული ოცნების" მაისურიანი დაცვის წევრები იცავენ, ამ ფაქტით ზედმეტი მოკლველვაც არ არის საჭირო, რომ მივხვდეთ ვისთან არის დაკავშირებული ეს კომპანია. მისმა დირექტორმა "ოცნებას" ჯამში 80 ათასი ლარი შესწირა, მათ შორის პანდემიის დროს 10 ათასი ლარი. სამაგიეროდ, 14 გამარტივებული ტენდერი მოიგო. ოპოზიციის თქმით, ეს ფაქტები კორუფციის ნიშნებს შეიცავს.

2013 წლიდან დღემდე "ქართულმა ოცნებამ" 60 მილიონ ლარამდე შემოწირულობა მიიღო, რაც საგანგაშოა არასამთავრობო სექტორისთვის. ხოლო შემომწირველებისგან ამ წლის განმავლობაში მილიონნახევარი მიიღო, თავის მხრივ კი ბიზნესმენებმა არაერთ სახელმწიფო ტენდერში გაიმარჯვეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი