
სამოქალაქო აქტივისტები და ადვოკატები არასამთავრობო ორგანიზაციას აფუძნებენ. ორგანიზაცია სახელმწიფო მოსამსახურეების მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენების და ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე იმუშავებს.
ადვოკატ მიხეილ რამიშვილის თქმით, ორგანიზაცია საერთაშორისო პარტნიორებთან კონსულტაციის შემდეგ შეიქმნა.
"ორგანიზაცია ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზანს, რომ არ იყოს შერჩევითი სამართალი, არ იყოს გარკვეული უკანონო ბრძანების ჩამდენი პირებისთვის ხელშეუხებლობის სინდრომის არსებობა, კონფიდენციალურობა იქნება დაცული, შესაბამისად, სახელმწიფო სტრუქტურებს ვერ და არ ექნება საშუალება, რომ ეს ყველაფერი სათავისოდ გამოიყენონ", - თქვა მან.
შექმნილია ელექტრონული პორტალიც, სადაც ნებისმიერ მოქალაქე შეძლებს ანონიმურად ატვირთოს მის მიმართ განხორციელებული ზეწოლის ფაქტები.