დარწმუნებული ვარ, უკრაინის პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სისხლის სამართლის რამდენიმე გამოძიებას დაიწყებს - ადვოკატი

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტის უკრაინელი ადვოკატი, ევგენი გრუშოვეცი ამბობს, რომ უკრაინის პროკურატურას მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით დღეს მიმართავენ. 

ადვოკატები "ემპათიას" დასკვნას გაეცნენ, ის გაეგზავნება უკრაინელ სახალხო დამცველსა და პრეზიდენტ ზელენსკის. 

ადვოკატი დარწმუნებულია, რომ უკრაინის პროკურატურა გამოძიებას სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეზე დაიწყებს.

"ცენტრ ემპათიის მიერ გამოგზავნილი დოკუმენტები შევისწავლეთ და პროკურატურაში დღეს განცხადებას დავწერთ. დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინის პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სისხლის სამართლის რამდენიმე გამოძიებას დაიწყებს, მათ შორის იმ ექიმების წინააღმდეგ, ვინც არასწორი დიაგნოზი დასვეს და მკურნალობის არასწორი კურსი ჩაატარეს.

ადამიანის უფლებების დარღვევასთან გვაქვს საქმე, სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა ამ მინიმალურ სტანდარტებს არ ითვალისწინებს და პატიმრის ჯანმრთელობის უფლებას არ იცავს, ეს კანონდარღვევაა. დარწმუნებული ვარ, რომ მთავრობის ამ ქმედებებით მიხეილ სააკაშვილს სერიოზული საფრთხე ემუქრება. რუსთავის ციხეში გადაყვანის შემდეგ არ ვიცით რა სახის მედიკამენტით მკურნალობენ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, ან საერთოდ მისაღებია თუ არა მკურნალობის ის კურსი", - თქვა ევგენი გრუშოვეცმა. 

10 დღეზე მეტია, რაც რუსთავის ციხეში მესამე პრეზიდენტთან მის პირად ექიმსა და ალტერნატიული კომისიის წევრებს არ უშვებენ. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ამ დრომდე არაფერია ცნობილი.

ამავე თემაზე: 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი