საფრანგეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

გამოქვეყნდა:

საფრანგეთში შელაპარაკების ნიადაგზე საქართველოს 25 წლის მოქალაქე მოკლეს. შემთხვევა ქალაქ მარსელში მოხდა.

"მთავარი არხის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, გარდაცვლილს შეკამათება ეთნიკურად არაბ კაცთან მოუვიდა, რომელიც მისი მეუღლისთვის ტელეფონის მოპარვას ცდილობდა. დაპირისპირებისას საქართველოს მოქალაქე ცივი იარაღით დაჭრეს.

დაშავებულს მარსელის საავადმყოფოში 6-საათიანი ოპერაცია უტარდებოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. ის რამდენიმე წლის განმავლობაში საფრანგეთში მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი