მიუხედავად იმისა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ივანიშვილი, მან ეს ბრძოლა ჩვენთან წააგო - მამუკა ხაზარაძე

გამოქვეყნდა:

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის პროცესი მიმდინარეობს.

სხდომა აქციის ფონზე იმართება. ეზოში სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, ასევე, "ლელოს" მხარდამჭერები არიან შეკრებილები. მოსამართლემ შესაძლოა, დღეს განაჩენი გამოაცხადოს. გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, ბრალდებულებს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ბადრი ჯაფარიძემ სასამართლოს დაწყებამდე აღნიშნა, რომ დღეს განაჩენს არ ელოდება. ის ამ პროცესს სრულად პოლიტიკურ დევნად აფასებს და ამბობს, რომ ამ სამმა წელმა, ბრალდებულები გააძლიერა.

"მიუხედავად იმის არა გადაწყვეტილებას მიიღებს ბიძინა ივანიშვილი, მან ეს ბრძოლა წააგო ჩვენთან, მორალურად წააგო. დანარჩენი, ჩემთვის შედეგს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, კიდევ ვიმეორებ, აქ არ ეხება საკითხი მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს, ავთო წერეთელს, საქმე ეხება ჩვენ ქვეყანას, და ამ ქვეყანას ჩვენ აუცილებლად თქვენთან ერთად დავაყენებთ ფეხზე", - თქვა მამუკა ხაზარაძემ. 

ცნობისთვის, ე.წ. ფულის გათეთრების საქმე 11 წლის წინანდელ ტრანზაქციას ეხება. პროკურატურა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ადანაშაულებს ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ საბანკო ოპერაციას. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი