საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე დამატებითი შეზღუდვები და რეგულაციები არ მიუღია.
ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის თქმით, რისკის ქვეშაა სამთო კურორტები, ამიტომ რეკომენდაციაა, რომ იქ რეგულაციები დაიცვან, განსაკუთრებით კი ატარონ პირბადე.
"რა თქმა უნდა, კონკრეტულ მაჩვენებელზე არ გვისაუბრია, თუმცა შემთხვევათა რაოდენობა როდესაც ავა იქამდე, რომ ცხადი გახდება, რომ ჰოსპიტალური სექტორი უკვე გადატვირთვის პირას დგას და სახელმწიფო ვეღარ შეძლებს უზრუნველყოფას ყველა ინფიცირებულის სამედიცინო მომსახურებით, ცხადია დადგება საკითხი [შეზღუდვების დაწესების]" - თქვა გიორგი ღიბრაძემ.
ამავე თემაზე: