სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ პორფირის COVID-19 დაუდასტურდა. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მას ვირუსის მსუბუქი სიმპტომები აქვს და სახლში, იზოლაციაში რჩება.
60 წლის პატრიარქი სერბეთის ეკლესიის მეთაური მას შემდეგ გახდა, რაც 2020 წლის ნოემბერში, წინა პატრიარქო კორონავირუსით დაინფიცირების შემდეგ გარდაიცვალა.
სერბეთში კორონავირუსი სწრაფად ვრცელდება. წინასაახალწლო პერიოდში ღია ცის ქვეშ ქვეყანაში დიდი კონცერტები იმართებოდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე სერბეთში 1,3 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ით თითქმის 13 000 ადამიანი დაიღუპა.