"ჩემი სრული მხარდაჭერა მათ! სასამართლო საქართველოში არ არსებობს!" - ამის შესახებ "მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა Facebook-ზე წერს და ავთანდილ წერეთლის, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეს ეხმაურება, რომელზეც ხვალ მოსამართლემ განაჩენი უნდა გამოაცხადოს.
იმ პოლიტიკურ ფარსს, რაც ბატონ ავთოს წერეთელს, ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს სასამართლო განაჩენი დაერქმევა ხვალ, არანაირი სამართლიანობის განცდა არ ექნება. არც აქ და არც ქვეყნის გარეთ.
ხვალინდელი განაჩენის მიუხედავად, საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული და რასაც ემსახურება საყოველთაოდ ცნობილია. ჩემი სრული მხარდაჭერა მათ! სასამართლო საქართველოში არ არსებობს!, - წერს გიორგი რურუა.
იხილეთ ასევე: