ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა არ შეიცვლება, ამაზე მოლაპარაკებები არ იქნება - აშშ-ის ელჩი ნატო-ში

გამოქვეყნდა:

ნატო-ში ამერიკის ელჩი, ჟულიან სმიტი აცხადებს, რომ 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე გაკეთებული განცხადება ღია კარის შესახებ და ეს პოლიტიკა არ გადაიხედება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ბრიფინგზე განაცხადა.

"კიდევ ერთხელ, 2008 წლის ბუქარესტის სამიტი იყო სამიტი, სადაც ალიანსმა გააკეთა ძალიან მტკიცე განცხადება ნატოს ღია კარის შესახებ, და ისაუბრა კონკრეტულად უკრაინისა და საქართველოს მიმართ გაფართოებაზე. და რადგან ეს ეხება დებატებს ნატოს "ღია კარის" პოლიტიკის მომავლის შესახებ, კიდევ ერთხელ, ნება მომეცით გავიმეორო, რომ არ იქნება მოლაპარაკება ნატოს "ღია კარის" პოლიტიკაზე, ის შენარჩუნდება ისე, როგორც დღეს არის", - თქვა ჟულიან სმიტმა.

მისივე თქმით, ნატოს ალიანსში არცერთ მოკავშირეს არ აქვს სურვილი, გადაუხვიოს ღია კარის პოლიტიკას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი