ჩვენ გვაქვს სამოქმედო გეგმა ყველა შესაძლო სცენარის პირობებში - "ლელო"-ში განაჩენს ელოდებიან

გამოქვეყნდა:

"ლელოს" ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე განაჩენის გამოცხადებას პარტიის ოფისში ელოდებიან. მათთან ერთად ადგილზე შეკრებილები არიან მხარდამჭერები და სხვადასხვა პარტიების ლიდერები.

მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ რა განაჩენიც არ უნდა დადგეს, ის ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებს.

"დაველოდოთ, რათ გვინდა წინასწარ მკითხაობა, ნახევარი საათი დარჩა და შემდეგ გეტყვით ყველაფერს. როდის მუშაობდა გამართულად სასაამრთლო, რომ დღეს იმუშაოს?! [გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში]მე არ ვიცი პოლიტიკური სპექტრი რა ეტაპზე გადავა, მაგრამ მე რომ გავაგრძელებ ბრძოლას ბოლომდე, ეს ფაქტია, ბოლომდე ჩვენი ქვეყნის წარმატებისთვის", - თქვა მამუკა ხაზარაძემ.

რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძეს, მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ყველა შესაძლო სცენარის პირობებში სამოქმედო გეგმა აქვთ.

მოსამართლის განაჩენის შემდეგ პარტიის ოფისში ერთიანი განცხადება გაკეთდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი